6 იანვრიდან ჟორჟ სიმენონის დეტექტივის - „მეგრეს შეშლილის“ სპეციალური ფასი 8 ლარი იქნება - კვირის პალიტრა

6 იანვრიდან ჟორჟ სიმენონის დეტექტივის - „მეგრეს შეშლილის“ სპეციალური ფასი 8 ლარი იქნება

პა­ლიტ­რა L-ი“ ჟორჟ სი­მე­ნო­ნის დე­ტექ­ტი­ვე­ბის ერთ სე­რი­ად გა­მო­ცე­მას აგ­რძე­ლებს. 6 იან­ვრი­დან ჟან­რის კლა­სი­კო­სის მერ­ვე ტომი - „მეგ­რეს შეშ­ლი­ლი“ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 8 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში ან და­უ­კავ­შირ­დით გა­მომ­ცემ­ლო­ბას ნო­მერ­ზე 2 47 00 45. გარ­და ამი­სა, ჟორჟ სი­მე­ნო­ნის დე­ტექ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში და ისარ­გებ­ლეთ სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

კო­მი­სა­რი მეგ­რე ჟორჟ სი­მე­ნო­ნის 75 რო­მა­ნი­სა და 28 მო­თხრო­ბის მთა­ვა­რი გმი­რია, რი­თაც ის დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და ხან­გრძლივ პერ­სო­ნა­ჟად შე­ვი­და. კო­მი­სარ მეგ­რეს შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც 1931 წელს გა­მო­ი­ცა, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სე­რი­ის და­სა­წყი­სი იყო. დე­ტექ­ტი­ვე­ბი ათე­უ­ლო­ბით ენა­ზე ითარ­გმნა და ბევ­რჯერ იქნა ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი.

პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ავ­ტორ­მა, ჟორჟ სი­მე­ნონ­მა, კო­მი­სარ მეგ­რეს შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა 1929 წელს და­ი­წყო. მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ რო­მა­ნის და­წე­რის იდეა კი საფ­რან­გეთ­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­უჩ­ნდა.

ჟორჟ სი­მე­ნო­ნის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში „პა­ლიტ­რა L-მა“ უკვე გა­მოს­ცა შემ­დე­გი დე­ტექ­ტი­ვე­ბი: „პა­ე­მან­ზე ნი­უ­ფა­უნდლენ­დე­ლებ­თან“, „ყვი­თე­ლი ძაღ­ლი“, „ბერ­ჟე­რა­კე­ლი შეშ­ლი­ლი“, „სას­ტუმ­რო მა­ჟეს­ტი­კის სარ­და­ფე­ბი“, „მეგ­რეს მო­გო­ნე­ბე­ბი“, „მეგ­რე და მშვი­დი მძარ­ცვე­ლი“ და „მეგ­რე და ქა­ლა­ქი ვიში“.

სე­რი­ის სა­ნა­ხა­ვად და გა­მო­სა­წე­რად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R