დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. მათივე ცნობით, მეტროპოლიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება. "ინტერპრესნიუსი"