პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან ალილოს მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც მსვლელობით უკვე რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.
პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე შობის შეხვედრას ერთად აპირებენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
"ინტერპრესნიუსი"