კიმ ჩენ ინმა ახალი რაკეტა გამოსცადა - „ის შეაკავებს ნებისმიერ მეტოქეს წყნარი ოკეანის რეგიონში" - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინმა ახალი რაკეტა გამოსცადა - „ის შეაკავებს ნებისმიერ მეტოქეს წყნარი ოკეანის რეგიონში"

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც ჰიპერბგერითი ქობინი აქვს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ირწმუნებიან, რომ ახალი რაკეტა „შეაკავებს ნებისმიერ მეტოქეს წყნარი ოკეანის რეგიონში“.

მათივე მტკიცებით, რაკეტამ ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 12-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა და დაახლოებით 1500 კმ მანძილი დაფარა.

BBC-ი წერს, რომ ეს ბოლო ორ თვეში ფხენიანის მიერ რაკეტის პირველი გაშვებაა და იმ პერიოდში მოხდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სეულში სამხრეთ კორეის ლიდერებთან შესახვედრად იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"