40 წლის მამაკაცი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ნახეს - რა მოხდა ლაგოდეხში?
ლაგოდეხში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, კაცი მესაფლავედ მუშაობდა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ჯერ მამაკაცის ტელეფონი და პირადი ნივთები იპოვეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"