უკრაინელებმა სარატოვს დაარტყეს - რუსებმა ზარალი განიცადეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სარატოვს დაარტყეს - რუსებმა ზარალი განიცადეს

რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან ბუსარგინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სარატოვსა და ენგელსზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ერთ-ერთ სამრეწველო საწარმო დაზიანდა“, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"