ამერიკა-ევროპის ომიღა აკლდა მსოფლიოს ანუ ფრანგების პასუხი ტრამპის "მუქარაზე" - "ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს"
ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.
"ინტერპრესნიუსი"