"ახლა მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან" - რას წერს ხაშურში ავარიისას დაშავებული დების დედა? - კვირის პალიტრა

"ახლა მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან" - რას წერს ხაშურში ავარიისას დაშავებული დების დედა?

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების ნიაკო და თათულის დედა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ნიუ ჰოსპიტალი"... 2024 წლის 12 ოქტომბერი - შემოსვლის დღე... დაე, ნანატრი დღეც დადგა, სახლში წასვლა 2025 წლის 8 იანვარი. ყველაზე დასამახსოვრებელი 3 თვე, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.

ახლა კი მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან.

screenshot-2025-01-08-142027-1736331961.png

საოცარი კლინიკა ვუწოდოთ, რეანიმაცია სასწაული გუნდი, რომელიც პირველივე წამიდან განსაკუთრებულად თავს ევლებოდნენ თათულის. ისე ბალეშიკობდნენ სხვა გამოსავალი არ იყო ისე უნდა მებრძოლა, რომ თათული მდგომარეობიდან უნდა გამომეყვანა.ექიმების ბრძოლოს შემდეგ ესეც გავაკეთე. ყოველ წამს უკეთესობისკენ მივდიოდით.

ექიმების გუნდზე არაფერს ვიტყვი. ადამიანების სახით, ღმერთები დაგვხვდნენ.

ექთნები - არ ვიცი, ამ საოცარ გუნდზე რა ვთქვა. არცერთი წამი ჩამითვლია ის ფაქტი, რომ რეანიმაციაში ან თუნდაც პალატების განყოფილებაში მივდიოდი. ერთი დიდი ტკბილი ოჯახია. თქვენ წარმოიდგინეთ გული მწყდება, რომ ვეწერებით. ძალიან მომენატრებით. პირობას შევასრულებ მალე თათულის შეჯიბრზე დაგპატიჯებთ

"ნიუ ჰოსპიტალსი" ჩვენგან დიდი მადლობა. მიყვარხართ..." - წერს სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა ბავშვები გზაზე გადადიოდნენ. მა­შინ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ "ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ის მარ­შუტ­კი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, გზა­ზე გა­დას­ვლას, რომ ცდი­ლობ­დნენ, მან­ქა­ნა მა­შინ და­ე­ჯა­ხათ".