მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს - კვირის პალიტრა

მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს

ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის დნო­ბა, რაც კლი­მა­ტუ­რი კრი­ზი­სის შე­დე­გია, შე­საძ­ლოა მი­წის­ქვე­შა ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდას ხელს უწყობ­დეს.

ან­ტარ­ქტი­და 100-ზე მეტ ვულ­კანს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი და­ფა­რუ­ლია ყი­ნუ­ლის სა­ფა­რით, გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­ტი­ნენ­ტის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს გას­წვრივ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ ვულ­კანს კრა­ტე­რი ყი­ნუ­ლის ზე­მოთ აქვს, მათი უმე­ტე­სო­ბა ღრმად არის და­ფა­რუ­ლი ყი­ნუ­ლით, რაც არ­თუ­ლებს მათ აღ­მო­ჩე­ნა­სა და დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას.

მკვლევ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს 4000 -მდე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სი­მუ­ლა­ცია, რათა შე­ეს­წავ­ლათ, რო­გორ მოქ­მე­დებს ყი­ნუ­ლის თან­და­თა­ნო­ბი­თი დნო­ბა ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის ფა­რის ქვეშ და­მარ­ხულ მაგ­მურ სივ­რცე­ებ­ზე.

კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცეს­ში ქა­ნებ­ზე ზე­წო­ლა მცირ­დე­ბა, რაც შე­კუმ­შულ მაგ­მას გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ეს პრო­ცე­სი ზრდის ზე­წო­ლას მი­წის­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სივ­რცე­ზე, რო­მე­ლიც სავ­სეა მდნა­რი ქა­ნე­ბით, რაც ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის რისკს ქმნის. გააგრძელეთ კითხვა