პუტინის ზებგერითი „ბირთვული“ „თეთრი გედები“ უკრაინულმა კამიკაძე- დრონებმა სპეციფიკური საწვავის გარეშე დატოვეს... - კვირის პალიტრა

პუტინის ზებგერითი „ბირთვული“ „თეთრი გედები“ უკრაინულმა კამიკაძე- დრონებმა სპეციფიკური საწვავის გარეშე დატოვეს...

8 იანვრის გამთენიისას, უკრაინის ფრონტიდან დაახლოებით 600 კმ-ით აღმოსავლეთით უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელმაც სტრატეგიული დონის მნიშვნელობა მიიღო და ალბათ ყველაზე მეტად ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაახარა, კიდევ უფრო მეტად კი თეთრი სახლისა და პენტაგონის ბინადრები...

საქმე ის არის, რომ რამდენიმე უბრალო უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა ფაქტობრივად დიდი ხნით არაბძოლისუნარიანი გახადა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ კი სტრატეგიული ზებგერითი რაკეტმზიდ-ბომბდამშენების Ту-160-ების მთელი პარკი, რომელიც კრემლს შემონახული ჰყავს მესამე მსოფლიო ომისთვის...

2-2-1736362570.png
ენგელსთან მდებარე „როსრეზერვის“ კომბინატ „კრისტალის“ რეზერვუარები, რომლებიც უკრაინული-კამიკაძე დრონების მთავარი სამიზნე გახდნენ 8 იანვრის გამთენიისას...

უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ამჯერად საჰაერო შეტევები მიიტანეს მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რუსული ქალაქის ენგელსის სამხრეთ ნაწილზე, სადაც „როსრეზერვის“ კომბინატი „კრისტალი“ მდებარეობს, რომელიც მოიცავს 56 საწვავის დიდ რეზერვუარს.

დილით აფეთქებულ რეზერვუარებზე ცეცხლის ჩაქრობა მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს რუსმა მეხანძრეებმა-ხანძართან ბრძოლაში ორი მეხანძრე დაეღუპათ, ერთი დაუშავდათ, ხოლო ხანძარი ნელ-ნელა გადადის გვერდი-გვერდით განთავსებულ სხვა რეზერვუარებზეც...

უკრაინული კამიკაძე-დრონების ასეთი თავდასხმები რუსულ ნავთობაზებზე არახალია,გავიხსენოთ თუნდაც კრასნოდარის მხარეში აგიზგიზებული რუსული ნავთობაზები, რომლებსაც კვირეების განმავლობაში ვერ აქრობდნენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე-ენგელსთან არსებულ ნავთობაზაში ინახებოდა ის სპეციფიკური საავიაციო საწვავი,მხოლოდ რომლის გამოყენებითაც დაფრინავენ პუტინის სიამაყე „თეთრი გედები“- Ту-160 ტიპის ზებგერითი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები...

3-1736362675.jpg
275 ტონიანი ზებგერითი Ту-160-ის აფრენისას მისი ოთხივე ზემძლავრი ტურბორეატიული ძრავის საქშენიდან სწორედ ასეთი მოყვითალო ფერის აირები გამოიტყორცნება, რადგან ისინი სპეციფიკურ აზოტირებულ საავიაციო ნავთს მოიხმარენ...

ენგელსთან მდებარე „როსრეზერვის“ კომბინატი „კრისტალი“ მხოლოდ რვა კმ-ითაა დაშორებული რუსეთის სტრატეგიული ავიაციის „ენგელს-2“-ის საჰაერო ბაზიდან,სადაც ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების მზიდავი Ту-95МС და Ту-160-ებია განთავსებული, მაგრამ თუკი სტალინის დროს შექმნილი Ту-95МС-ების მძლავრი ტურბოხრახნიანი ძრავები მოიხმარენ ТС მარკის ჩვეულებრივ საავიაციო ნავთს, ზებგერითი Ту-160-ების ორკონტურიან ტურბორეაქტიულ ძრავებს Т-8В მარკის სპეციფიკური აზოტირებული საავიაციო ნავთი სჭირდებათ.

ამიტომაც, სწორედ ენგელსის კომბინატ „კრისტალის“ რეზერვუარებში ინახებოდა ეს სპეციფიკური საავიაციო ნავთი,რომელიც დიდი რაოდენობით სჭირდება პუტინის „თეთრ გედებს“, რადგან თითოეული მათგანის ოთხი მძლავრი ტურბორეატილი ძრავა ისეთი დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს(განსაკუთრებულად კი ფორსაჟის ჩართვისას),რომ ამ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებში 148 ტონა სპეციფიკურ საავიაციო ნავთს ასხამენ.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ

4-1736362830.png
„ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომზე მდგარი ერთ-ერთი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-160-ი, რომელზეც ზემოდან აწყვია... ნახმარი საბურავები-რუსი სამხედროები სწორედ ასე ცდილობენ 250 მლნ დოლრად ღირებული ამ თვითმფრინავების დაცვას უკრაინული კამიკაძე-დრონებისგან, რომლებიც აქამდეც უკვე ორჯერ დაუპატიჟებლად „ესტუმრნენ“ ამ რუსულ საჰაერო ბაზას...

ი ძალების შეიარაღებაში მხოლოდ 16 ერთეული ზებგერითი Ту-160-ია(მათგან 8 „თეთრი გედი“ 25 წლის წინ უკრაინამ რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების საკომპენსაციოდ გადასცა კრემლს) და ყველა მათგანი იმ 22-ე მძიმე ბომბდამშენ საავიაციო პოლკს ეკუთვნის, რომელიც სწორედ „ენგელსი-2“ -ის სამხედრო აეროდრომზეა დისლოცირებული.

თუკი ერთ „ბირთვულ“ რუსულ „თეთრ გედს“ სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის 148 ტონა სპეციფიკური საავიაციო ნავთი სჭირდება იმისთვის,რომ 7 ათას კმ-ზე მეტი გაიფრინოს, გაუშვას 12 ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტა Х-101-ი და უკან დაბრუნდეს ბაზირების აეროდრომზე, მაშინ „თეთრი გედების“ მთლიანი პოლკის-16-ივე თვითმფრინავის საწვავის ავზების პირამდე შესავსებად არანაკლებ 2 400 ტონა ეს სპეციფიკური საწვავია საჭირო,რაც 35 სარკინიგზო ცისტერნაში ეტევა.

ენგელსში „როსრეზერვის“ კომბინატ „კრისტალის“ რეზერვუარებზე გაჩენილი მძლავრი ხანძარი თუკი მალე ვერ ჩააქრეს და 56-ივე უზარმაზარი ცისტერნა-რეზერვუარი განადგურდა,პუტინის ზებგერითი „თეთრი გედები“ სპეციფიკური საავიაციო ნავთის გარეშე დარჩებიან და დასავლეთმა მადლობა უნდა უთხრას უკრაინელ სამხედროებს,რუსული ბირთვული ტრიადის საავიაციო კომპონენტის მთავარი შემადგენელი ნაწილის-ზებგერითი Ту-160-ეს საკმაო ხნით არასაბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისთვის...