10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიადან“ - კვირის პალიტრა

10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიადან“

დათა თუ­თაშ­ხია ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ყვე­ლა­ზე გან­თქმუ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1973-1975 წლებში შე­იქ­მნა. მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს საქარ­თვე­ლო­ში. სი­უ­ჟე­ტი აგე­ბუ­ლია მწვა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე, ავ­ტო­რი ეხე­ბა მრა­ვალ ეთი­კურ პრობ­ლე­მას. ზო­გა­დად, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხალ, რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს ედა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც თავი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი­თა და ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბით, ერ­თგვა­რად ეპო­ქის სიმბოლოდ იქცა.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, კა­ნონ­გა­რე­შე ცხოვრების გზას და­ად­გეს, აბ­რა­გი ხდე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ახერ­ხებს, მე­ფის ჟან­დარ­მე­რი­ას და­ე­მა­ლოს. მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი მუშ­ნი ზა­რან­დია კი კა­ნო­ნის სამ­სა­ხურ­ში დგო­მას გა­და­წყვეტს და ჟანდარმერიის ჩი­ნოვ­ნი­კი გახ­დე­ბა. რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბა სწო­რედ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გარშე­მო განვითარ­დე­ბა.

გთავაზობთ 10 ფრაზას რომან „დათა თუთაშხიადან“, რომელიც ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნად იქცა:

1. უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს;

2. ცოდნა არაა თუ რწმენამდე არ მივიდა ის.

3. კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ.

4. ღირსება ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე.

5. არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო; კაცის მოვალეობაა ეგ. ეს თუ გეცოდინება, აღარც დააყვედრებ მაშინ, - ეს და ეს პატივი გეციო, და სინდისიც სუფთა გექნება.

6. ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს.

7. პოლიტიკა ისეთი რამეა, უბრალოზე არ უნდა ჩაჯდე კაცი. შენ თუ ჩაჯექი და კატორღაში ბორკილი ათროკიალე, იდეისთვის ობივატელმა იბრძოლოს, თუ?

8. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება.

9. ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი.

10. ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.

2024 წლის დასასრულს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შემოგვთავაზა სერია, რომელიც კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებას აერთიანებს. 5-ტო­მე­ულ­ში შე­სუ­ლია XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი რო­მა­ნი - „დათა თუ­თაშ­ხია“, რო­მე­ლიც სე­რი­ის პირ­ველ ტო­მად გა­მო­ი­ცა. სე­რი­ა­ში ასე­ვე შე­სუ­ლია რო­მა­ნე­ბი: „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და „გორა მბორ­გა­ლი“; „ფრაგ­მენ­ტე­ბი“ - ამო­ნა­რი­დე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ჯა­რო მი­მარ­თვე­ბი­დან.

„დათა თუ­თაშ­ხი­ას“ გა­მო­ცე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მას­ში რე­ვაზ თარ­ხან­მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­ე­ბია შე­სუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კლა­სი­კოს მწე­რალს უსახ­სოვ­რა, აქამ­დე სხვა გა­მო­ცე­მებ­ში არ გვხვდე­ბა.

წიგ­ნებს თან დარ­თუ­ლი აქვს QR კოდი, რომ­ლი­თაც მკი­თხველს შე­ეძ­ლე­ბა ნა­ხოს ფილ­მი „ჭაბუას პერ­სო­ნა­ჟე­ბი“. ფილ­მი მწერ­ლის შვი­ლის, ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის ავ­ტო­რო­ბით არის შექმნილი. ასე­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ჰუ­დე­ბი, ყა­ბა­ლა­ხე­ბი და მაისურები რომლე­ბიც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ფრა­ზე­ბით არის დაბ­რენ­დი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ყაბა­ლახ­ზე კი მხატ­ვა­რი რე­ვაზ თარ­ხან მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი.

R