"ვერ ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ოჯახს შევ­ქმნი­დი. ბავ­შვის მა­მა­საც უნ­დო­და შვი­ლი, მაგ­რამ..." - რას ჰყვება ეკა ანდრონიკაშვილი პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

"ვერ ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ოჯახს შევ­ქმნი­დი. ბავ­შვის მა­მა­საც უნ­დო­და შვი­ლი, მაგ­რამ..." - რას ჰყვება ეკა ანდრონიკაშვილი პირად ცხოვრებაზე?

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ორი შვი­ლის - ლუ­კას და ნი­კა­ლას დე­დაა, რო­მელ­თა შო­რის სხვა­ო­ბა 23 წე­ლია. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რშიც დატ­ვირ­თუ­ლია, გა­და­ცე­მაც აქვს და ზოგ­ჯერ გა­და­ღე­ბე­ბიც. გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი"ამ­ბობს, რომ შვი­ლი უნ­დო­და, მაგ­რამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ იპო­ვა ადა­მი­ა­ნი ვის­თა­ნაც ოჯახს შექ­მნი­და.

- ძა­ლი­ან მინ­დო­და მე­ო­რე შვი­ლი, მე­ნა­ნე­ბო­და თავი იმის­თვის, რომ მხო­ლოდ ერთი შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა. დრო გა­დი­ო­და და მე ვერ ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც შევ­ქმნი­დი ოჯახს. ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, მე­გობ­რე­ბი რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ეკა, შენ კი­დევ უნდა გა­ა­ჩი­ნო, ვამ­ბობ­დი, მე ვერ ვი­პო­ვე შვი­ლის მამა და არა, მე­ო­რე ქმა­რი. ეს შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემი კოდი იყო შვი­ლის მამა.

2014 წელს შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც გა­მიჩ­ნდა გრძნო­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბით მახ­სენ­დე­ბა. სულ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ცოტა რომ მი­წი­დან აგ­წე­ვენ და კარ­გად ხარ. მი­ხა­რია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მიჩ­ნდა მე­ო­რე შვი­ლი.

რო­დე­საც გა­ვი­გე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ორ­ჭო­ფო­ბა მქონ­და, გა­ვა­ჩი­ნო თუ არა ბავ­შვი, მერე დე­და­ჩემ­მაც მი­თხრა, შენ ყო­ველ­თვის ინა­ნებ ახლა, რომ არ გა­ა­ჩი­ნო ბავ­შვი. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჩემი მე­ო­რე შვი­ლი რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და. მოხ­და ისე, რომ 23 წლის შემ­დეგ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის შე­მე­შინ­და. ერ­თა­დერ­თი, მე­ო­რე გოგო მინ­დო­და, გა­მო­მე­ცა­და თმის კე­თე­ბე­ბი და ლა­მა­ზი კა­ბე­ბი, მაგ­რამ ექოს­კო­პია რომ გა­ვი­კე­თე და მისი „კურ­ნო­სა“ პრო­ფი­ლი და­ვი­ნა­ხე, ამან ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვი­ტა.

ბავ­შვის მა­მა­საც უნ­დო­და შვი­ლი, მაგ­რამ ერ­თად ყოფ­ნა­ზე ვერ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა. მე წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში და იქ გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე შვი­ლი. მეშ­ვი­დე თვე­ში ვი­ყა­ვი, დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და. მა­ნამ­დე ხუთ­ჯერ ვარ ნამ­ყოფი. ნიუ-იორკში ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს, მი­თხრეს, მოდი ჩა­მო­დი და გა­და­ერ­თე. ჩა­ვე­დი იმის­თვის, რომ მე­ყი­და კარ­გი რა­მე­ე­ბი ბავ­შვის­თვის, რო­მელ­საც ვე­ლო­დე­ბო­დი და ხა­სი­ა­თი გა­მო­მე­კე­თე­ბი­ნა.

ისე გა­მო­ვი­და, რომ ტო­ნუ­სი მო­მე­მა­ტა, 43 წლის ვი­ყა­ვი უკვე და ექიმ­მა მი­თხრა, მე არ გირ­ჩევთ, უკან დაბ­რუ­ნე­ბა­სო. ჩემი თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ამე­რი­კა­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქო­ნო­და. გააგრძელეთ კითხვა