რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება - "საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები..." - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება - "საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები..."

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძარს სულ მცი­რე ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ხან­ძრის გამო ასო­ბით სახ­ლი და სხვა ნა­გე­ბო­ბა გა­ნად­გურ­და.

ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის ოპე­რა­ცი­ებს ძლი­ე­რი ქარი აფერ­ხებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ხან­ძრის 5 სხვა­დას­ხვა კე­რაა და ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა მათ­გა­ნი 0%-ითაა შე­კა­ვე­ბუ­ლი.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კრის­ტინ კრო­უ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­ხან­ძრე­ებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ წყლის წნე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. AccuWeather-ის შე­ფა­სე­ბით, სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი 50 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს.

06-closer-swir-view-of-burning-buildings-altadena-california-08jan2025-wv3-41618-1736424992.jpg

შო­რე­ნა ქე­ბუ­რია, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში (ლოს-ან­ჯე­ლე­სის უბა­ნი (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ) მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ხან­ძა­რია ლოს ან­ჯე­ლე­სის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში ერ­თდრო­უ­ლად. ჩვენ­თან მშვი­დო­ბაა, ცე­ცხლი ვერ მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე. ხან­ძარ­მა სამ­წუ­ხა­როდ სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რამ­დე­ნი­მე ოლქს, გა­დაწ­ვა სახ­ლე­ბი და სხვა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­უ­ჩე­რებ­ლად ხდე­ბა ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია, ძლი­ე­რი ქა­რის გამო ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი კერა, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა". გააგრძელეთ კითხვა

"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი გაქრა" - ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთა ქონება ხანძარმა გაანადგურა