"2 თვისაც არაა, დაზიანებულია თავის ტვინის დიდი ნაწილი" - პატარა კოზმა თიგიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პატარა კოზმა თიგიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება:
"გთხოვთ, გაავრცელოთ!
მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ამ პატარა სიცოცხლის გადარჩენა. მოგმართავთ გულწრფელი თხოვნით – დაგვიდგეთ გვერდით და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ პატარა კოზმა თიგიშვილს, რომელიც არაა 2 თვისაც კი, დაუდასტურდა მწვავე თავის ტვინის იშემიური ინსულტი, დაზიანებულია თავის ტვინის დიდი ნაწილი. ვცდილობთ, მოვიძიოთ თანხები ყველანაირად, თუ რაიმე თანხა არ დაგვჭირდება და ისე მოვიძიებთ, უკლებლივ ყველას უკან გადავურიცხავ, წინასწარ დიდი მადლობა თანადგომისთვის! თითოეული თქვენი ნაბიჯი შანსია კოზმას სიცოცხლისთვის!" - წერს მარიამ ხონელიძე.
ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი.
საქართველო: GE03BG0000000103038133
თიბისი:GE56TB7458745064300056
მიმღები: ლიკა შერმაზანაშვილი, ბავშვის დეიდა.