"შემთხვევით მოვხდი, ჩემი საყვარელი მსახიობი თამაშობს მთავარ როლში" - რას ჰყვება "ჩცდ"-ის მსახიობი, რომელიც ამერიკულ სერიალში გადაიღეს?
ცნობილი ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ზაზას როლის შემსრულებელი გიორგი ბოჭორიშვილი ამერიკულ სერიალში გადაიღეს.
"გადაღებები იყო ლონდონში, ეს არის "პარამაუნტის" სერიალი, სერიები დევს, მაგრამ ჯერ არ მინახავს, 2 თვეა აქ ვარ და აქციების გამო გადამავიწყდა ეს ყველაფერი, სერიალს ჰქვია "ეიჯენსი", რომელშიც შემთხვევით მოვხდი, არის რაღაც პლათფორმა, სამსახიობო და სახელოვნებო "სპოთლაითი" და დავრეგისტრირდი, დავწერე ჩემი ბიოგრაფია, თუ რატომ წავედი ლონდონში... დამიკავშირდნენ. სერიალია არის აგენტებზე, ჩემი საყვარელი მსახიობი, მაიკლ ფასბენდერი თამაშობს მთავარ როლში", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი "ჯაფარას პოდკასტში".