"დიფ სთეითი" საქართველოშიც არსებობს" - რას წერს გია ხუხაშვილი?!
"არასწორია, როდესაც კონტრარგუმენტად ვიყენებთ იმას, რომ ნამდვილი "დიფ სთეითი" საქართველოშია ბიძინა ივანიშვილის კულისებიდან მართვის სახით. ბიძინას “ჩრდილოვანი მმართველობა” და “ღრმა მმართველობა(სახელმწიფო)” ორი სხვადასხვა რამ არის", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წწერს.
"დიფ სთეითში" იგულისხმება ბიუროკრატიული ელიტა, რომელიც თავისი მოღვაწეობის სფეროებში ინარჩუნებს გავლენებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა. "დიფ სთეითი" მეტ-ნაკლები დოზით ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში მაგალითად ასეთია სასამართლო კლანი, ბიზნეს-წრეები (აწ უკვე სანქციების მოლოდინში მყოფი), რომლებიც მუდმივად კვებავენ ნებისმიერ ხელისუფალს და შესაბამისად გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებებზე ეკონომიკურ პროცესში.
მე იმის თქმა მინდა, რომ არანაირი "დიფ სთეითი" გლობალური ამოცანებით არ არსებობს. არსებობენ პროფესიული ჯგუფები სხვადასხვა სფეროებში კონკრეტული ვიწრო მიზნებით და ამოცანებით, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს და ამით აფერხებენ განვითარებას.როდესაც ტრამპი უცხადებს "დიფ სთეითს" ბრძოლას, ის სწორედ ამას გულისხმობს და არა იმას, რის ჩატენასაც ცდილობს ჩვენი ხელისუფლება ხალხის თავებში. რაზეც ბიძინა ალაპარაკებს თავის ავატარებს, ეს არის არა რეალური, არამედ მითოლოგიური ე.წ. “მასონურ ლოჟა” რაღაც გაუგებარი გლობალური ბოროტი ზრახვებით. ასეთ თემებზე გარდა ძალიან ოდიოზური, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისა და ყვითელი მედიისა არავინ საუბრობს, თვით რუსეთშიც კი…", - წერს ხუხაშვილი.