ავარიას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"