"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად" - ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად" - ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ მა­რი­ამ ლა­მა­ზი მა­ი­ა­მი­დან" – ასე იწყებს ცნო­ბი­ლი "ტი­კტო­კე­რი" თა­ვის ყვე­ლა ვი­დე­ო­ში სა­უ­ბარს. 33 წლის მა­რი­ამს ტი­კტოკ­ზე 130 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა არა მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, არა­მედ სა­მო­ტი­ვა­ციო კონ­ტენ­ტით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

მა­რი­ა­მი და­ი­ბა­და გორ­ში და ამით ამა­ყობს. მა­მით რუსი მა­რი­ამ კო­ზი­ნა, ორი წლის ასაკ­ში რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა სამ­შობ­ლოს­თან კავ­ში­რი არას­დროს გა­უ­წყვე­ტია. 20 წლის ასაკ­ში, დე­დის სურ­ვი­ლით, მა­რი­ა­მი და მისი ძმა ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ. ცხოვ­რობ­და ბოს­ტონ­ში, ხოლო შემ­დეგ მა­ი­ა­მი­ში და­სახ­ლდა, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რობს.

მა­რი­ა­მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას – მისი მე­უღ­ლე, აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ჰა­ი­ტე­ლი, მათი ორი შვი­ლის მა­მაა."ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემი შვი­ლე­ბი ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ“, – ამ­ბობს მა­რი­ა­მი და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა ქმარ­მა მის­ცა ის, რა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და. მა­რი­ა­მი სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს და სხვებ­საც მო­უ­წო­დებს თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ. მისი პო­ზი­ტი­უ­რი ფი­ლო­სო­ფია და გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს.

mariamlamazi6-41012-1736587084.jpg

ახლა მა­რი­ა­მი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზეა – ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს შორ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ არის. ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მზად არ არის უპა­სუ­ხოს კი­თხვებს, რო­მე­ლიც მის პი­რადს ეხე­ბა და მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზეა. გააგრძელეთ კითხვა