"ახლა ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით" - როგორ ულოცავს ნუცა ბუზალაძე დედას დაბადების დღეს - კვირის პალიტრა

"ახლა ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით" - როგორ ულოცავს ნუცა ბუზალაძე დედას დაბადების დღეს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში დედას დაბადების დღეს ულოცავს:

"დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა. ჩემო ლამაზო, ყველაზე კეთილო, ყველაზე საყვარელო დედიკო გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ყოველთვის მყავდე ბედნიერი, ღიმილითა და სიხარულით სავსე და , რაც მთავარია ,ჯანმრთელი. ვინც იცით ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა, იცით , რომ მასზე ახლო საუკეთესო მეგობარი არ მყავს. ნამდვილად ვარ იღბლიანი ადამიანი მარტო იმიტომ, რომ დედას გეძახი. შენ ხარ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მე ძალიან ბევრი სირთულე და რთული პერიოდი გავიარე, შენ ხარ ის ადამიანი ,ვისთან ერთადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვებები და სიხარული განვიცადე და სწორედ ამიტომ ახლა ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით ,რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით . მე ვთვლი, რომ ეს დამსახურებულად დავიმსახურეთ. წინ ზუსტად ვიცი, რომ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება გველოდება ერთად. მადლობა იმისთვის, რომ მასწავლე უპირობო სიყვარული, მასწავლე ,როგორ მიყვარდეს ცხოვრების ყოველი წუთი, როგორ წარვმართო ცხოვრება და როგორ არ გავბოროტდე .ვიარო მტკიცედ ჩემი მიზნისკენ, მადლობა დედა! მიყვარხარ!" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.