საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თიანეთში, სოფელ უკანაფშავში თბილისის დროით 09:23 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.