"ლო­გი­კუ­რია, რომ დღე­ვან­დე­ლი აწყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალ­მომ­რე­ო­ბაც მათ მი­ად­გა ახლა" - რას წერს ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ბათუმელების" შესახებ? - კვირის პალიტრა

"ლო­გი­კუ­რია, რომ დღე­ვან­დე­ლი აწყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალ­მომ­რე­ო­ბაც მათ მი­ად­გა ახლა" - რას წერს ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ბათუმელების" შესახებ?

ბა­თუმ­ში 11 იან­ვარს აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეტ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია ის პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბას კო­ლე­გე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და გა­მო­ცე­მა­ში მო­მუ­შა­ვე კო­ლე­გებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

"დღე­ვან­დე­ლი აწყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალ­მომ­რე­ო­ბაც მათ მი­ად­გა ახლა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.

"აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო, როცა გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბის" ის­ტო­რი­ას ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ის­წავ­ლი­ან - რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის, საქ­მი­სად­მი უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბის იშ­ვი­ათ მა­გა­ლითს, ყვე­ლა ყა­ი­დის ავ­ტო­რი­ტა­რის პი­რო­ბებ­ში - ას­ლან აბა­ში­ძი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

ლო­გი­კუ­რია, რომ დღე­ვან­დე­ლი აწყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალ­მომ­რე­ო­ბაც მათ მი­ად­გა ახლა. მაგ­რამ ფუ­ჭია ეს ყვე­ლა­ფე­რი - ამ გა­ბე­დულ და ძა­ლა­უფ­ლე­ბით გახ­რწნილ ღერ­ძებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­მობ­რძმე­დილ ხალ­ხს ვერ შე­ა­ში­ნე­ბენ. ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა კო­ლე­გებს", - წერს სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.