"გიას ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის წუ­თი­დან ჩვენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მას პო­ლი­ცია აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი დაკავებული უფლებადამცველის შესახებ? - კვირის პალიტრა

"გიას ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის წუ­თი­დან ჩვენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მას პო­ლი­ცია აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი დაკავებული უფლებადამცველის შესახებ?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს, და­ა­კა­ვეს შშმ პირ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გია ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში, 11 იან­ვრის აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გია ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი, ამ ეტაპ­ზე, არის უკეთ და იმ­ყო­ფე­ბა “ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში”, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტი ილო­ნა დი­ა­სა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, გია ჯვარ­შე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბით, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი.

"გიას ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის წუ­თი­დან ჩვენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მას პო­ლი­ცია აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც როცა გია ვნა­ხეთ, იყო ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი (მცი­რე ხნით გა­ვე­სა­უბ­რე, ამი­ტომ სრუ­ლად თვი­თონ მოგ­ვიყ­ვე­ბა); და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში; კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის წუ­თი­დან ათამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და კლი­ნი­კა­ში, რაც რა­საკ­ვირ­ვე­ლია გიას მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და, იყო აღელ­ვე­ბუ­ლი; ჩვე­ნი არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ცია გიას არ ათა­ვი­სუფ­ლებს ე.წ ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და არც იმას გვი­სა­ბუ­თებს რა არის და­კა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა; და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე არ მოხ­სნეს ხელ­ბორ­კი­ლი, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რომ თუ კი ექი­მი ეტყო­და, მხო­ლოდ მა­შინ მოხ­სნიდ­ნენ; რამ­დე­ნი­მე წუ­თით მო­მე­ცა გი­ას­თან სა­უბ­რის უფ­ლე­ბა, პო­ლი­ცი­ამ არ მომ­ცა მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; დი­ლამ­დე გია დარ­ჩე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დგომ უკვე ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­წე­რენ და გა­და­იყ­ვა­ნენ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ან სა­სა­მარ­თლო­ში/ ან მკურ­ნა­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს კლი­ნი­კა­ში.

სტან­დარ­ტუ­ლად, პო­ლი­ცია გიას ედა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლებს. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ცი­ელს “წა­მოს­ცდა” რომ აპი­რე­ბენ გიას 48 სა­ა­თით წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და­ტო­ვე­ბას, როცა ჩა­ვე­კი­თხეთ რა­ტომ? თავი გა­ი­მარ­თლა მაქ­სი­მუ­მი გი­თხა­რი­თო", - წერს ად­ვო­კა­ტი.