ერთ-ერთი მოსამართლის ავტომობილის მიმართულებით აქციის მონაწილეებმა კვერცხები ისროლეს - დაძაბული ვითარება რესტორანთან
რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.
ამ წუთებში, რესტორან “ბაბილოში” მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რჩება, პარალელურად კი აქცია მიმდინარეობს და საპროტესტო შეძახილები ისმის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.