"ჩვენი თუში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა" - რას წერს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე ხატია დეკანოიძე?
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე ავრცელებს.
ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
"თავზარდამცავი ამბავი დამიდასტურა ვანო ნადირაძემ: ჩვენი მაგარი მეომარი, დიდი პატრიოტი, გამორჩეული ჯარისკაცი და მებრძოლი. ჩვენი თუში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა, უკრაინაში. რუსებს სიკვდილი, დიდება გმირებს!!!" - წერს დეკანოიძე.