აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა - პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ტერიტორიიდან გაიყვანა
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა. არიან თუ არა დაკავებულები ხოშტარია და კირთაძე, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში ამოწმებს.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.