საქართველოს ძეგლები იუნესკოს ნუსხაში - კვირის პალიტრა

საქართველოს ძეგლები იუნესკოს ნუსხაში

მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა. დღეისთვის მასში წარმოდგენილია 1154 ძეგლი, მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი:

1. მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.)

site-0708-0020-1000-667-20161004180556-1736704666.jpg

ა) სვეტიცხოველის კათედრალი ბ) სამთავროს ეკლესია და მონასტერი გ) მცხეთის ჯვარი

2. გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.)

site-0710-0041-1000-667-20240405093325-1736704666.jpg

გელათი ნუსხაში ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს. 2017 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე კრაკოვში, ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან ამოიღეს, რადგან "ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება"

3. ზემო სვანეთი (1996 წ.)

site-0709-0004-1000-750-20070814154453-1736704666.jpg

სოფელი ჩაჟაში, რომელიც მოქცეულია უშგულის თემში შემოსაზღვრულ ბუფერულ ზონაში. ამ ზონაში აგრეთვე შედის სოფლები მურყმელი და ჩვიბიანი.

4. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.)

site-1616-0006-1736704666.jpg

შვიდი ლოკაცია: კინტრიში-მტირალა, ისპანი, გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორი, ნაბადა, ჭურია.

საცდელი სია

2007 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ იუნესკოს წევრობის კანდიდატად (საცდელი სია) 14 ისტორიული ბუნებრივი ძეგლი წარუდგინა:

ალავერდის კათედრალი

ანანური

დავით-გარეჯის

მონასტერი და სავანე

დმანისის ჰომინიდების

არქეოლოგიური საიტი

გრემის მთავარანგელოზის

ეკლესია და სამეფო კოშკი

კვეტერის ეკლესია

მთა-თუშეთი

ნიკორწმინდის

კათედრალი

სამთავისის კათედრალი

შატილი

თბილისის ისტორიული

უბანი

უფლისციხის ქვაში

ნაკვეთი ქალაქი

ვანი

ვარძია-ხერთვისი

site-1616-0011-1736704665.jpg

მსოფლიო დოკუმენტური რეესტრი

იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს მიერ წარდგენილი შემდეგი ნომინაციები შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში:

"ბიზანტიური ხანის ქართული ხელნაწერები" - 2011 წ.

ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და გეოგრაფიული ატლასი - 2013 წ.

შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსანი" ხელნაწერთა კოლექცია - 2013 წ.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული "უძველესი ხელნაწერები" - 2015 წ.

"ოთხთავი-პალიმფსესტი" - 2017 წ.

წყარო: unesco.ge ▪ worldheritagesite.org ▪ whc.unesco.org