„დათა თუთაშხიას“ მე-2 ტომი სპეციალურ ფასად უკვე ხელმისაწვდომია - კვირის პალიტრა

„დათა თუთაშხიას“ მე-2 ტომი სპეციალურ ფასად უკვე ხელმისაწვდომია

დღეიდან, 13 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში, „დათა თუთაშხიას“ მეორე წიგნის შეძენას სპეციალურ ფასად, 14 ლარად შეძლებთ. ეს გახლავთ მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ნაწარმოები. წიგნის შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, „ბიბლუსის“ ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

სასიამოვნო სიახლე მკითხველისთვის: 13 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში „დათა თუთაშხიას“ (პირველი წიგნი) შეძენა სპეციალურ ფასად - 14 ლარად იქნება შესაძლებელი. აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე.ორტომეულის შეძენას კი მკითხველი 40 ლარის ნაცვლად, 28 ლარად შეძლებს. წიგნები ხელმისაწვდომი იქნება როგორც „ბიბლუსის“ ფილიალებში, ასევე პრესის ჯიხურებში.

er-1736752403.jpg

„დათა თუთაშხიას“ეს გამოცემა განსაკუთრებულია იმით, რომ მასში რევაზ თარხანმოურავის ილუსტრაციებია შესული. აღნიშნული ილუსტრაციები, რომელიც ავტორმა კლასიკოს მწერალს უსახსოვრა, აქამდე სხვა გამოცემებში არ გვხვდება.

წიგნებს თან დართული აქვს QR კოდი, რომლითაც მკითხველს შეეძლება ნახოს ფილმი „ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟთა პროტოტიპები“. ფილმი მწერლის შვილის, რეჟისორის ქუცნა ამირეჯიბის ავტორობით არის შექმნილი.

ასევე, პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰუდები, ყაბალახები და მაისურები რომლებიც ჭაბუა ამირეჯიბის ფრაზებით არის დაბრენდილი. კონკრეტულად ყაბალახზე კი რევაზ თარხან მოურავის ილუსტრაციაა დატანილი.

eri-1736752378.jpg

R