კარგი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - რას წერს ფრანგული "ეკიპი"
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე 70 მილიონ ევროზე (ბონუსების გარეშე) პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ზოგიერთი დეტალია დასაზუსტებელი, რის შემდეგ ქართველის პარიზულ გუნდში გადასვლას ოფიციალურად გამოაცხადებენ.
გამოცემა წერს, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებში გარდატეხა მოხდა, მთელი დღე ვაჭრობა მიდიოდა, ნეაპოლურმა კლუბმა ქართველს სამედიცინო შემოწმების გასავლელად საფრანგეთში გამგზავრების უფლება ჯერ არ მისცა, რაც მხარეთა თქმით, მხოლოდ დროის საკითხია.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა "პარი სენ ჟერმენის" საფეხბურთო მრჩეველმა (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუშმა, რომელიც ხვიჩას თავის კლუბში გადაყვანას უკვე კარგა ხანია.