"არავის ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ! მთე­ლი სას­ტუმ­რო გა­ა­გი­ჟეს, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი - კვირის პალიტრა

"არავის ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ! მთე­ლი სას­ტუმ­რო გა­ა­გი­ჟეს, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი

მე­სა­მე დღეა რაც ქარ­თუ­ლი მე­დია აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შე­სა­ხებ წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ერთი დღით ადრე სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ცნო­ბით, აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მე­ო­რე დღეს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს, სას­ტუმ­როს კა­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ო­ნი შვილ­თან ერ­თად. მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში, ქალი მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ონს მი­მარ­თავს და ეუბ­ნე­ბა, რომ ყველ­გან ასე უნდა დახ­ვდნენ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­ზე წე­რენ: "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ "პრი­კუპ­ში". მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ად­გილ­ზე ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის და­სა­ცა­ვად.

იმე­რე­თის ბაგ­რა­ტო­ვან­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია და წლე­ბის წინ, „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ზე“ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. მა­რი­ა­მი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა, რომ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოხ­ვდა და იქ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან არა­ვი­სი ცოლი არ არის და 14 წლის შვილ­თან ერ­თად აბუ-და­ბი­ში ისიც „ქოლ­დფ­ლე­ის“ კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და. მომ­ხდარს კი შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო...

- არა­ვის ოჯა­ხის წევ­რი არ ვარ, არც კი ვიც­ნობ არ­ცერ­თს. უბ­რა­ლოდ ამ ფაქტს შე­ვეს­წა­რი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ან­მა (ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი) ჯერ კი­დევ წინა დღეს ლან­ძღა და აგი­ნა ყვე­ლას. მე­ო­რე დღე­საც უბ­რა­ლოდ ის გა­და­ი­ღეს და და­დეს, რაც თა­ვად უნ­დო­დათ და აწყობ­დათ.

მეც მლან­ძღეს და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე კონ­ცერ­ტზე.

გააგრძელეთ კითხვა