ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაკავებული არიან ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაკავებული არიან "ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
"მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში, ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)“, - წერს ჯაფარიძე.
"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა "ქართული ოცნების" პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა კი განაცხადა: "მეცოდინებოდა აუცილებლად, ასე რომ, არა".
"ინტერპრესნიუსი"