"ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება"

ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული რეზოლუცია, სავარაუდოდ, საფუძვლად დაედება ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

“ეს არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. „ევროპის სახალხო პარტია“ არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში. რეზოლუცია შემდეგ სავარაუდოდ საფუძვლად დაედება დებატებს ევროპარლამენტში, რომელიც გაიმართება სტრასბურგში. ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მოთხოვნები და მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებდით, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში დატოვოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული. ასევე, [რეზოლუციაში] არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე და არ აღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, მათ შორის ის, რომ არ იყოს უფლებამოსილება ცნობილი არცერთი “რუსული ოცნების” წევრის არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ამ თვის ბოლოს ჩატარდება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"