რას ამბობს მსახიობების მარშზე მყოფი დუტა სხირტლაძე? - "ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ...“ - კვირის პალიტრა

რას ამბობს მსახიობების მარშზე მყოფი დუტა სხირტლაძე? - "ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ...“

"ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ..."

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსახიობები შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით.

მარშის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრთან ისმოდა შეძახილები: “არა ტირანიას”, “გაუმარჯოს ქართულ თეატრს”. ამასთან, მოსახლეობას ქართული თეატრის დღეც მიულოცეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა მორიგი საპროტესტო აქცია - საქართველოს-ამერიკის მეგობრობის მარში დააანონსეს, რომელიც 20 იანვარს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა.

უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.

"ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ..." - აცხადებს დუტა სხირტლაძე "მთავარი არხის" ეთერში.