ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩა გადაკეტეს. ტელეკომპანიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც ტელეკომპანიისგან მათთვის ეთერის დათმობას ითხოვენ, რათა „სინდისის პატიმრების“ შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრონ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად არ აშუქებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.
"ინტერპრესნიუსი"