აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს - კვირის პალიტრა

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.

"ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთაშორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში," - განაცხადა ბლინკენმა.

თავის მხრივ, მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

"ინტერპრესნიუსი"