დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"