რას წერს ნობელის პრემიის მფლობელი ავტორი მზია ამაღლობელზე, რომელიც სასამართლოზე მარია რესას წიგნით წარსდგა
ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შესახებ წერს და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში, მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული პროცესზე სწორედ მარია რესას წიგნით - “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” იყო წარმოდგენილი.
რესამ პლატფორმა X-ზე, სასამართლოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ამაღლობელს მისი წიგნი უჭირავს.
“საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა