"ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­სუ­ლი იყო “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტო­რი - ეთერ თუ­რა­ძე. დაჰ­პირ­დნენ რომ ეთერს მის­ცემ­დნენ. წყა­ლი და­უდ­გეს, მიკრო­ფო­ნი გა­უ­კე­თეს და გა­მო­ი­ცა­ნით რა მოხ­და?" - კვირის პალიტრა

"ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­სუ­ლი იყო “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტო­რი - ეთერ თუ­რა­ძე. დაჰ­პირ­დნენ რომ ეთერს მის­ცემ­დნენ. წყა­ლი და­უდ­გეს, მიკრო­ფო­ნი გა­უ­კე­თეს და გა­მო­ი­ცა­ნით რა მოხ­და?"

ბა­თუმ­ში, აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მე­მედ აბა­ში­ძის ქუჩა გა­და­კე­ტეს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­გან მათ­თვის ეთე­რის დათ­მო­ბას ითხო­ვენ, რათა „სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის“ შე­სა­ხებ პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რონ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ობი­ექ­ტუ­რად არ აშუ­ქებს „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბას.

რო­გორც რომა მა­ხა­რა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, რომ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი ითხოვ­და ეთერს და ამის გამო მთე­ლი სა­პო­ლი­ციო მო­ბი­ლი­ზე­ბა აქვთ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შიგ­ნი­თაც შე­ვიდ­ნენ.

“ბა­თუმ­ში, აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­სუ­ლი იყო “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტო­რი - ეთერ თუ­რა­ძე. დაჰ­პირ­დნენ რომ ეთერს მის­ცემ­დნენ. წყა­ლი და­უდ­გეს, მიკრო­ფო­ნი გა­უ­კე­თეს, სკა­მი და­უდ­გეს და გა­მო­ი­ცა­ნით რა მოხ­და? შსს შე­ვი­და, პირ­და­პირ შე­ა­ფერ­ხეს და გა­მო­იყ­ვა­ნეს/გა­მო­ათ­რი­ეს გა­რეთ,“ - წერს რომა მა­ხა­რა­ძე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან­ვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ნო­ბა­ში შე­ვი­და.

“რო­გორც ჩანს აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს პრო­ტეს­ტი ჰქონ­დათ. ისევ შე­უშ­ვეს რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი,“ - აღ­ნიშ­ნა მან.