"ამ თქვენი ცემა-ტყეპების და რეპრესიების არავის გვეშინია, თქვენ აუცილებლად აგებთ ყველაფერზე პასუხს" - რას წერს ალეკო ელისაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე - კვირის პალიტრა

"ამ თქვენი ცემა-ტყეპების და რეპრესიების არავის გვეშინია, თქვენ აუცილებლად აგებთ ყველაფერზე პასუხს" - რას წერს ალეკო ელისაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

"უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს და ამათ ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

" გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ ქოცებს არაფერი გეშველებათ. ამ თქვენი ცემა-ტყეპების და რეპრესიების არავის გვეშინია, თქვენ კი აუცილებლად აგებთ ყველაფერზე პასუხს", - წერს ელისაშვილი.