ტრაგედია გურჯაანში: ტრაილერი მანქანებს დაეცა - დაღუპულია 4 ადამიანი
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
"ინტერპრესნიუსი"