კვარაცხელია თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა, კონტეს კი ცივად მიესალმა - რას წერს AreaNapoli? - კვირის პალიტრა

კვარაცხელია თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა, კონტეს კი ცივად მიესალმა - რას წერს AreaNapoli?

AreaNapoli-ს ცნო­ბით, პსჟ-ში გა­დას­ვლის წინ სკუ­დე­ტოს მომ­პო­ვე­ბე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია კას­ტელ ვოლ­ტურ­ნო­ზე თა­ნა­გუნ­დე­ლებს და­ემ­შვი­დო­ბა. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო და მან ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 15:00 სა­ათ­ზე და­ტო­ვა კლუ­ბის ბაზა:

"ეს "ნა­პო­ლი­ში“ "კვა­რას“ ბოლო დღე გახ­ლდათ, რო­მელ­მაც აქ თით­ქმის 2.5 წელი გა­ა­ტა­რა. ის საკ­მა­ოდ ცი­ვად მი­ე­სალ­მა ან­ტო­ნიო კონ­ტეს. მწვრთნე­ლი ქარ­თვე­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვლით აშ­კა­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. ხვი­ჩა სა­ერ­თო ჯამ­ში კარ­გი ბი­ჭია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გული დას­წყვი­ტა“.

რა­დიო Crc-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­სი­მო დ’ალე­სან­დრომ გა­ნა­ცხა­და, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ამ კა­რი­ე­რის ნე­ა­პო­ლუ­რი ეტა­პი ტრამ­პლი­ნად გა­მო­ი­ყე­ნა, ახალ თავ­გა­და­სა­ვალს იწყებს, თუმ­ცა ლო­რენ­ცო ინი­სი­ნი­ეს­გან, დრის მერ­ტენ­სის­გან და პი­ოტრ ზი­ლენ­სკისგნ გან­სხვა­ვე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტის სტა­ტუ­სით კი არ წა­ვი­და, არა­მედ კლუ­ბის ხა­ზი­ნას 75 მი­ლი­ო­ნი ევრო შეს­ძი­ნა.

ხვი­ჩას შე­სა­ხებ Viva el Futbol-ის პოდ­კას­ტში იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა თავ­დამ­სხმელ­მა ან­ტო­ნიო კა­სა­ნომ ისა­უბ­რა: "ნა­პო­ლი“ ჩემ­პი­ონს კარ­გავს, პო­ტენ­ცი­ურ ფე­ნო­მენს..."

გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა