"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი" - მერაბ დვალიშვილის ახალი სამოსი, რომლითაც ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება
UFC 311-ის გამართვამდე რამდენიმე დღე რჩება. 19 იანვარს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს დაიცავს. მისი მეტოქე დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვია.

UFC სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მერაბს გადასცეს შორტი, რომელსაც შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" აწერია აფორიზმი: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

შორტი საქართველოს დროში ფერებშია და ასევე მასზე ჯვრების პრინტია დატანილი. გააგრძელეთ კითხვა