"შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას - საქართველო უკეთესს იმსახურებს" - კვირის პალიტრა

"შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას - საქართველო უკეთესს იმსახურებს"

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.

„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, - წერია განცხადებში, რომელსაც საეჩლჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"