რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მანამდე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაიფიცნენ და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობა შეაჩერეს.
გაფიცულთა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კი უცვლელი რჩება - ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირი.
"ინტერპრესნიუსი"