"რე­ჟი­მი ფი­ზი­კუ­რად ეს­ხმის თავს მათ, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის, ამე­რი­კა ხე­დავს ამას და ქმე­დე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ" - კვირის პალიტრა

"რე­ჟი­მი ფი­ზი­კუ­რად ეს­ხმის თავს მათ, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის, ამე­რი­კა ხე­დავს ამას და ქმე­დე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ"

სულ მე­ტად და მე­ტად, რე­ჟი­მი ფი­ზი­კუ­რად ეს­ხმის თავს მათ, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის, ამე­რი­კა ხე­დავს ამას და ქმე­დე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

“ცალ­სა­ხად ვგმობ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის თავ­დას­ხმას ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ზვი­ად ქო­რი­ძე­ზე. სულ მე­ტად და მე­ტად, რე­ჟი­მი ფი­ზი­კუ­რად ეს­ხმის თავს მათ, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის. ამე­რი­კა ხე­დავს ამას და ქმე­დე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ შე­შინ­დე­ბა,” - წერს უილ­სო­ნი.

"გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს. გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­და.

"ინტერპრესნიუსი"