სალომე ზურაბიშვილი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
მკაცრად ვგმობ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას, ამასთან შეგუება არ შეიძლება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მკაცრად ვგმობ ოპოზიციურ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას. ძალადობა მიუღებელია, პოლიტიკური ლიდერისა თუ ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. ამასთან შეგუება არ შეიძლება”, - წერს ზურაბიშვილი.
"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
"ინტერპრესნიუსი"