რას ამბობს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელშიც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მონაწილეობდნენ
ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია ,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან, რომელიც აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
„ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.