უკრაინელებმა ვორონეჟს დაარტყეს - იწვის ნავთობსაცავი
რუსეთის ვორონეჟის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ გუსევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით ვორონეჟის ოლქის სამ რეგიონზე 10-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა. უმეტესობა თავს ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის საცავს დაესხა. ხანძრის ჩაქრობა ობიექტზე განმეორებითი თავდასხმის საფრთხის გამო გართულდა. ხანძარს ათობით სახანძრო მანქანა და ორი სახანძრო მატარებელი ებრძვის“, - წერს გუსევი „ტელეგრამის“ არხზე.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად 27 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
"ინტერპრესნიუსი"