მალაიზიური ცარცის წრე
კუალა ლუმპურის (მალაიზია) 421-მეტრიანი კოშკი, რომელიც სიმაღლით მეოთხეა მსოფლიოში, 9 წელია "ბეისჯამპინგის" მექად ითვლება.
აქ არც კოშკიდან მხტომელებს აჯარიმებენ და ტურისტებსაც იზიდავენ მაყურებლებად. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა 98 პროფესიონალი, რომლებიც პარკში 10-მეტრიანი დიამეტრის ცარცის წრის ცენტრში უნდა დაშვებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები კოშკიდან საკუთარი ქვეყნის დროშებით ხტებოდნენ.