გუშინ სასამართლო დარბაზიდან გამოშვებული მარიამ სიჭინავა დღეს ისევ დააკავეს - კვირის პალიტრა

გუშინ სასამართლო დარბაზიდან გამოშვებული მარიამ სიჭინავა დღეს ისევ დააკავეს

ზუგდიდში, „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავების მიზეზი ფოიერვერკის გამოყენება გახდა.

დაკავებისას სიჭინავას პოლიციამ განუმარტა, რომ აკავებენ 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მანამდე მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარსაც დააკავეს. მან ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"