თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლესი პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად მოსალოდნელია წვიმა და თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 117 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14 +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +10 +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.